ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანელ ექიმს 33 წელი მიუსაჯეს


პაკისტანელი ექიმი შაკილ აფრიდის ძმა აცხადებს, რომ შაკილი უდანაშაულოა და მისი საქმის მოსასმენად ახალი სასამართლო პროცესი უნდა დაინიშნოს.

სათემო სასამართლომ აფრიდის 33 წლით ათავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად ვაქცინების გამცემი ყალბი კლინიკის მოწყობა დაედო, რომლის მიზანიც ოსამა ბინ ლადენისა და მისი ოჯახის წევრების პაკისტანის ქალაქ აბოტაბადში ყოფნის დამტკიცება დე-ნე-მე-ს ნიმუშებით ევალებოდა. ბრალდების თანახმად, პაკისტანელი ექიმი ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან თანამშრომლობდა.

აფრიდის ძმა ჯამილი აცხადებს, რომ მისი ძმა უდანაშაულოა და მისი გასამართლება პოლიტიკური მიზნებით იყო მოტივირებული.

შეერთებულმა შტატებმა პაკისტანის მთავრობა გააკრიტიკა შაკილ აფრიდის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG