ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში პროტესტი შეწყდა


ე.წ. " ისლამაბადის დეკლარაციას" ხელი სუფისტმა სასულიერო პირმა და პაკისტანის პრემიერ მინისტრმა რაჯა პერვეზ აშრაფმა მოაწერეს

პაკისტანელი მუსლიმი სასულიერო პირის, მუჰამედ თაჰირ-ულ ქადრის განცხადებით, მთავრობასთან მიღწეულია შეთანხმება. ისლამაბადის ქუჩებში კი მოლაპარაკებების შედეგად შეწყდა ოთხდღიანი საპროტესტო აქციები, რომლის დროსაც დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ.
ე.წ. " ისლამაბადის დეკლარაციას" ხელი სუფისტმა სასულიერო პირმა და პაკისტანის პრემიერ მინისტრმა რაჯა პერვეზ აშრაფმა მოაწერეს. დეკლარაციის თანახმად, ეროვნული ასამბლეის დათხოვა მოხდება მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე. უფლებამოსილება ამ პერიოდში დროებით მთავრობას გადაეცემა.
XS
SM
MD
LG