დღეს, აღმოსავლეთ პაკისტანში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა.
აფეთქება ქალაქ ლაჰორის ბაზარში მოხდა.
ოფიციალური პირების განცხადებით აფეთქების მიზეზი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.
აფეთქება, პაკისტანის მიერ „ტერორიზმის საფრთხის ამოსაძირკვად“ ეროვნული მასშტაბით პირველად დაწყებული სამხედრო ოპერაციის მეორე დღეს მოხდა.