ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტს პაკისტანში რვა ადამიანი ემსხვერპლა


ოთხშაბათს პაკისტანის სიდიდით მეორე ქალაქ ლაჰორში რელიგიურ სალოცავთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფექა. შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.

ტერორისტის სამიზნე სალოცავის შესასვლელთან გაჩერებული პოლიციის მანქანა იყო. პუნჯაბის პროვინციის პოლიციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად პოლიციის ხუთი თანამშრომელი გარდაიცვალა.

მეთერთმეტე საუკუნის სუფისტური სალოცავი “დატა დარბარი”, პაკისტანში, ერთერთი ყველაზე მონახულებადი ადგილია. სალოცავს თავს 2010 წელსაც დაესხნენ, მაშინ 40 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ინციდენტის შემდეგ სალოცავ ადგილს პოლიცია იცავს. აფეთქების შემდეგ სალოცავი დაიხურა.

თავდასხმა რამადანის მეორე დღეს მოხდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG