ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში ტერაქტი მოხდა


თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ავტომანქანის აფეთქების შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა და 34 დაიჭრა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. თავდასხმა ჩრდილოეთ პაკისტანში პოლიციის განყოფილებაზე მოხდა. ხელისუფლების ცნობით დაღუპულთაგან 9 პოლიციელია. ტერორისტმა ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული ავტომანქანა პოლიციის შენობას შეაჯახა. ჯერჯერობით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. მოხდარზე კომენტარი გააკეთა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იუსუფ რაზა გილანიმ:

„უკვე ცხადია, რომ ტერორისტებს სისხლისღრის და ქაოსის გარდა სხვა განზრახვა არ აქვთ და თავიანთ გეგმას სასოწარკვეთით ახორციელებენ. მე უნდა განვაცხადო დღეს, რომ არასდროს დავუშვებ მათი საზიზღარი გეგმის განხორციელებას.“

XS
SM
MD
LG