ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

500 მილიონი პაკისტანისათვის


შეერთებული შტატებს პაკისტანთან პარტნიორული ურთიერთობები სურს და ვაშინგტონი 500 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტს გამოყოფს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა. დღეს პაკისტანში ვიზიტით მყოფმა სახელმწიფო მდივანმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს პაკისტანისთვის დახმარების გაწევა სურს, რაც პაკისტანელებს „მშვიდობის და აყვავების“ საშუალებას მისცემს.

„ჩვენ მოწოდებული ვართ ავაშენოთ პარტნიორული ურთიერთობა პაკისტანთან, რაც რა თქმა უნდა გააძლიერებს მის უსაფრთხოებას და დაიცავს პაკისტანელ ხალხს. თუმცა, ეს ურთიერთობა მხოლოდ უსაფრთხოებას არ გულისხმობს. ჩვენ გვსურს რომ თქვენი ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდეს და გამყარდეს თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტები,“ - განაცხადა ჰილარი კლინტონმა. სახელმწიფო მდივანმა პაკისტანისთვის ახალი განვითარების პროექტების შესახებ განაცხადა, რომელიც ქვეყანაში წყალსადენის, ენერგეტიკული და ჯანდაცვის სექტორების განვითარებას შეეხება. კლინტონის თქმით, წყალსადენის პროექტი თავიდან არ იყო პრიორიტეტებში, თუმცა ის სიის სათავეში მას შემდეგ მოექცა, რაც სახელმწიფო მდივანი პაკისტანელ ხალხს შეხვდა.

XS
SM
MD
LG