ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში 5 ამერიკელი გაასამართლეს


პაკისტანის სასამართლომ, დამნაშავედ ცნო ამერიკის ხუთი მოქალაქე ტერორისტულ საქმიანობაში და თითოეულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ვერდიქტი, დასავლეთ მდებარე ქალაქ სარგოდაში დღეს გახდა ცნობილი. დახურულის სასამართლო პროცესის დასრუელების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გარდა იმისა რომ ხუთ ამერიკელ მუსლიმის ტერორიზმის მუხლით ბრალდებები დაუმტკიცდათ, თითოეულს 821 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრათ.

ხუთი ვაშინგტონელი მუსლიმი პაკსიტანში ტერორისტული აქტების ორგანიზებასა და ავღანეთში ისლამისტ მეამბოხეთა ჯგუფებთან კავშირისთვის დააკავეს.

XS
SM
MD
LG