ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოპ ვარსკვლავი პეტი პეიჯი გარდაიცვალა


70 წლიანი შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში პეიჯმა 100 მილიონი დისკი გაყიდა

ამერიკელი მომღერალი პეტი პეიჯი. რომელმაც 70 წლიანი კარიერის მანძჲლზე 100 მილიონამდე მუსიკალური დისკი გაყიდა, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ოკლაჰომაში დაბადებული პეიჯი გასული საუკუნის 50-იან წლებში, როკენ როლის ეპოქის დაწყებამდე გახდა პოპულარული მომღერალი. მისი სიმღერები პოპის და ქანთრის თაყვანისმცემლებისთვის სტანდარტად იქცა.

პეტი პეიჯი ასევე იყო ცნობილი ტელეწამყვანი და არაერთ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

პეიჯი მომავალ თვეს ლოს ანჯელესში გრემის ცერემონიალზე მუსიკალური შემოქმედებითი მიღწევებისთვის პრიზით უნდა დაეჯილდოვებინათ.

XS
SM
MD
LG