გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ დეკემბერში 235,000 მშვიდობიან მოსახლეს მოუწია საკუთარი სახლის დატოვება ჩრდილო-დასავლეთ სირიაში სამთავრობო არმიის და რუსეთის მხარდაჭერილი საჰაერო შეტევების გამო. ორგანიზაციის მიხედვით, მოსახლეობამ ტერიტორია 12-იდან 25 დეკემბრამდე პერიოდში დატოვა.
დევნილთა უმეტესობამ დატოვა ქალაქი მაარატ ალ ნუმანი, ასევე სოფლები და სხვა ქალაქები სამხრეთ იდლიბის პროვინციაში.
"ძალადობის ბოლო ესკალაციის გამო ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, იდლიბის მხარეში ხალხი ისევ იტანჯება საომარი მოქმედებების გამადგურებელი შედეგებით"- წერია გაეროს ჰუმანიტარული კოორდინაციის საქმეების დეპარტამენტის მიერ მომზადებულ განცხადებაში.
განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ ქალაქი მაარატ ალ ნუმანი და მიმდებარე ტერიტორია თითქმის სულ დაცლილია მოსახლეობისგან. ისინი, ვინც დარჩნენ, ქალაქს მხოლოდ იმიტომ ვერ ტოვებენ, რომ გადააგილების დროს საჰაერო შეტევის ეშინიათ.
ცნობისთვის, სირიის სამთავრობო არმია ჯიჰადისტების წინააღმდეგ სპეცოპერაციას რუსეთის მხარდაჭერით ახორციელებს, რა დროსაც დასახლებული პუნქტების დაბომბვა ხშირია.
Facebook Forum