ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯორჯიაში, 1.1 მილიონმა მოქალაქემ სენატის მეორე ტურში ხმა უკვე მისცა


ჯორჯიის შტატში სენატის არჩევნების ნაადრევი კენჭისყრა მიმდინარეობს. შტატის მილიონ 100-ათასმა მოქალაქემ ხმა უკვე მისცა.

ჯორჯიაში 5 იანვარს ორი ოლქის სენატის არჩევნების მეორე ტური ტარდება, რადგან ამ ოლქებში ხმათა 50 %-ზე მეტი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა. ამ არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობა დიდწილად განსაზღვრავს იმას, თუ ვინ გააკონტროლებს ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატას და რამდენად შეძლებს არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, საკუთარი პოლიტიკის გატარებას.

აქტივობა შტატში 3 ნოემბერს უპრეცედენტოდ მაღალი იყო, როგორც ნაადრევი მონაცემებიდან ჩანს, მეორე ტურშიც შესაძლოა უჩვეულოდ ბევრმა მოქალაქემ მიიღოს მონაწილეობა. თუმცა ამ ეტაპზე ნაადრევი კენჭისყრისთვის დარეგისტრირებულთა რაოდენობა ჯერჯერობით იმაზე ნაკლებია, ვიდრე 3 ნოემბრამდე ამავე პერიოდში იყო.

ჯორჯიის შტატში ათწლეულების განმავლობაში რესპუბლიკელები ლიდერობდნენ. ჯო ბაიდენმა წელს შტატში მცირედი უპირატესობით გაიმარჯვა, თუმცა დემოკრატები იმედოვნებენ, რომ ეს შტატის "გალურჯებას" - დემოკრატიულ შტატად ქცევას მიანიშნებს.

ნოემბრის არჩევნებში აქ რეკორდულად ბევრმა ადამიანმა 159 მილიონმა მოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. 2016 წელს ეს მაჩვენებელი 138 მილიონი იყო. ფლორიდის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერის, მაიკლ მაკდონალდის თქმით, შტატში ამომრჩევლის დაახლოებით 67 %-მა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო, რაც ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG