ეუთომ რუსეთის ხელისუფლებას, თითქმის ხუთი წლის წინ, კრემლის სიახლოვეს, ბორის ნემცოვის, ყოფილი რუსი ოპოზიციური პოლიტიკოსის მკვლელობის საქმეზე კრიმინალური გამოძიების განახლებისკენ მოუწოდა.
ეუთომ განაცხადა, რომ რუსეთის თავდაპირველი გამოძიების ხარვეზებმა ბევრი კითხვა უპასუხოდ დატოვა.
ეუთოს 20 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია: “მისი სიკვდილი რუსეთისთვის ტრაგედია იყო და პოლიტიკურ კლიმატზე ძლიერი გავლენა მოახდინა, გაავრცელა შიში და შესაძლოა, შემდგომ თავდასხმებს და რეპრესიებს კარი გაუღო.”
2015 წლის 27 თებერვალს, მოსკოვის ცენტრში, კრემლითან ახლოს, "ბოლშოი მოსკვოვეცკის" ხიდზე, ნემცოვს ახლო მანძილიდან ესროლეს და მოკლეს.
2017 წლის ივნისში, რუსულმა სასამართლომ ნემცოვის მკვლელობისთვის, ჩეჩნური ბატალიონის ყოფილ ლიდერ ზაურ დადაევს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კიდევ ოთხ ჩეჩენს, მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის, 11-იდან 19 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
კრიტიკოსები, მათ შორის ნემცოვის ნათესავები და კოლეგები ამბობენ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მკვლელობის შემკვეთის დადგენა ვერ შეძლო.
ზოგიერთმა ეჭვი გამოთქვა, რომ მკვლელობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ან ჩეჩენი ლიდერის, რამზან კადიროვის უახლოესმა წრემ შეუკვეთა.
Facebook Forum