ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვის სასამართლომ ნემცოვის მკვლელობაში ხუთი პირი დამნაშავედ სცნო


მოსკოვის სასამართლომ ხუთი ადამიანი ოპოზიციონერ ბორის ნემცოვის მკვლელობაში დამნაშავედ სცნო.

ნემცოვი 2015 წელს მოსკოვში, ხიდზე სეირნობისას მოკლეს.

რუსეთის ოფიციალურმა ტასის საინფორმაციო სააგენტომ აღნიშნა, რომ სასამართლომ მკვლელობაში დამნაშავედ ჩეჩნეთის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ზაურ დადაევი სცნო, ოთხი ადამიანი კი მკვლელობის ხელშეყწობაში დაადანაშაულა.

ხუთივე პირი ჩეჩენია და სავარაუდოდ, მათ მკვლელობა, ფინანსური ანაზღაურების შედეგად განახორციელეს. ნემცოვის მხარდამჭერები გამოძიებას უნდობლობა უცხადებდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG