ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი: მივესალმებით მიღწეულ შეთანხმებას


მარგარიტა კედერფელტი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და კრისტიან ვიგენინი, ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი
მარგარიტა კედერფელტი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და კრისტიან ვიგენინი, ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი

მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის კვირას მიღწეული შეთანხმების პასუხად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი მარგარეტა კედერფელტი (შვედი დეპუტატი) და რუმინელი დეპუტატი კრისტიან ვიგენინი განცხადებას ავრცელებენ. კედერფელტი და ვიგენინი, საქართველოში ეუთოს სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდნენ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

„როგორც საქართველოში ეუთოს უკანასკნელი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ლიდერები, ჩვენ მივესალმებით უქმეებზე მიღწეულ შეთანხმებას მთავრობასა და ოპოზიციას შორის, რომელიც საქართველოს საარჩევნო მოდელის რეფორმას ითვალისწინებს“, - ნათქვამი განცხადებაში.

„ჩვენ ვულოცავთ მხარეებს ისტორიული შეთანხმების მიღწევას, რომელიც პარლამენტის მიერ ოფიციალურად მიღების შემდეგ, შერეულ საპარლამენტო-მაჟორიტარულ პროპორციულ სისტემას ქმნის, დაბალი ბარიერით და საარჩევნო უბნების დაბალანსებული კომპოზიციით. თუ წარმატებით შესრულდება, შეთანხმებამ შესაძლოა ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში მხარეებს შორის ნდობის შექმნას შეუწყოს ხელი. ჩვენ მოვუწოდებთ პოლიტიკურ ძალებს საქართველოში გააგრძელონ მცდელობა დემოკრატიული სისტემის შენებისთვის, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება და თავიდან აირიდონ საარჩევნო და სასამართლო პროცესის პოლიტიზირება“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მზადაა იმუშაოს საქართველოსთან ნდობით აღჭურვილი საარჩევნო რეფორმის გატარებაში“, - ამბობენ დეპუტატი განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG