არჩევნები სომხეთში კონკურენტულ და ძირითადად მშვიდობიან გარემოში ჩატარდა. თუმცა, საარჩევნო ყუთებთან მისული ელექტორატის სიმცირე მის შედეგებს ოდნავ აუფასურებს - ასეთი იყო იმ დასკვნის ზოგადი ხასიათი, რომელიც ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის დამკვირვებლებმა გამოაქვეყნეს.
კვირას ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ხმების უმრავლესობა, 46 პროცენტი პრეზიდენტ სარქისიანის წინამძღოლობით რესპუბლიკურმა პარტიამ მოიპოვა. მეორე ადგილზე ეროვნულ კონგრესში 31 პროცენტით ოპოზიციური პარტია, „აყვავებული სომხეთი” გადის. ტელეკომპანია „ბი-ბი-სისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ერთ-ერთმა დამკვირვებელმა განაცხადა, რომ ქვეყნის დედაქალაქ ერევანში არჩევნები ქაოტურობით გამოირჩეოდა და საარჩევნო უბნებზე დარეგისტრირებულებთან შედარებით 15 პროცენტით მეტი ხმაა დათვლილი.