ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოსკარის ცერემონიას სიურპრიზების გარეშე არ ჩაუვლია


კვირა საღამოს, ჰოლივუდში, ოსკარის ცერემონია სიურპრიზით დასრულდა. საუკეთესო ფილმად „მუნლაითი“ დასახელდა, თუმცა გამარჯვებულად, შეცდომით, თავდაპირველად სხვა ფილმი, „ ლა ლა ლენდი“ გამოაცხადეს. „ლა ლა ლენდმა“ ექვსი ჯილდო მაინც მიიღო, თუმცა ყველაზე მთავარი პატივი, საუკეთესო ფილმის წოდება, მას არ შეხვდა.

„ლა ლა ლენდმა“ დადგმის დიზაინის, ორიგინალური მუსიკის და ორიგინალური სიმღერის ნომინაციაში გაიმარჯვა. ფილმის რეჟისორი დამიენ ჩაზელი საუკეთესო რეჟისორად, ემა სტოუნი კი საუკეთესო მსახიობ ქალად აღიარეს.

„მუნლაითის“ მაერშალა ალი, მეორე ხარისხოვანი როლის შემსრულებელ საუკეთესო მსახიობად დასახელდა ფილმს კი საუკეთესოდ ადაპტირებული კინოსცენარის ჯილდოც ერგო.

XS
SM
MD
LG