ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მართლმადიდებლებმა აღდგომა პანდემიის პირობებში უკვე მეორედ იზეიმეს


მართლმადიდებელი ქრისტიანები უკვე მეორე წელია აღდგომის დღესასწაულს გლობალური პანდემიისა და მის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში აღნიშნავენ.

რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა, პატრიარქმა კირილმა აღდგომის დღეს გამოთქვა იმედი, რომ კორონავირუსი დამარცხდება და პანდემია დასრულდება.

"ეს აღდგომა განსაკუთრებულია და მისი განსაკუთრებულობა არის ის იმედი, რომ გამანადგურებელი პანდემია ჩაივლის, რამდენიმე მნიშვნელოვან გაკვეთილს დაგვიტოვებს და ამის შემდეგ კი სამუდამოდ დაგვტოვებს", - განაცხადა პატრიარქმა კირილმა რუსული ტელევიზიის ეთერში.

მოსკოვის საკათედრო ტაძარში მრევლის უმეტესობა წირვას ნიღბით ესწრებოდა, თუმცა პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ნიღბის გარეშე იყო ეკლესიაში. პრეზიდენტმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ეკლესიას მადლობას უხდის სოციალური პრობლემების კუთხით მუშაობისა და ოჯახური ტრადიციების შენარჩუნების საქმეში გაწეული წვლილისთვის.

მიუხედავად კორონავირუსის საკითხებზე მომუშავე სპეციალური გუნდის წინააღმდეგობისა, სააღდგომო ღონისძიებები მასშტაბურად ჩატარდა ბალკანეთის ქვეყნებშიც. სერბეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ შეზღუდვებისა და ღონისძიებების ნაწილის ონლაინ ჩატარების მოწოდებები არ გაითვალისწინა. თუმცა ქვეყნის ახალმა პატრიარქმა თავის სააღდგომო ეპისტოლეში "მედიცინის რეკომენდაციების პატივისცემაზე" ისაუბრა. მისი წინამორბედი, სწორედ კორონავირუსით გარდაიცვალა, საპატრიარქო კი უარს ამბობდა ღვთისმსახურების ზოგიერთი რიტუალის, მაგალითად საერთო კოვზით ზიარების წესის ცვლილებაზე.

აღდგომა შეზღუდვების გათვალისწინებით აღინიშნა იერუსალიმსა და ქაიროშიც.

სააღდგომო მილოცვა და წერილი გამოაქვეყნა დაპატიმრებულმა ოპოზიციონერმა ლიდერმა რუსეთში, ალექსეი ნავალნიმაც. მან მოქალაქეებს დღესასწაული მიულოცა და თქვა, რომ "ასეთ დღეს დარწმუნებულია და იცის, რომ ყველაფერი კარგად იქნება".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG