ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპი ღვთისმსახურებს თავმდაბლობისკენ მოუწოდებს


"იყავით ისეთივე თავმდაბალნი, როგორც იესო", - მოუწოდა მრევლს რომის პაპმა ფრანცისკემ. კათოლიკური სამყარო აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადება. პაპმა დღეს წმინდა ხუთშაბათის წირვა აღავლინა. მომდევნო დღეების რელიგიური მსახურებაც კორონავირუსის პანდემიის გამო უკიდურესად შეზღუდული და მცირე მასშტაბის იქნება.

1.3 მილიარდი ადამიანის რელიგიურმა ლიდერმა წმინდა პეტრეს ტაძარში წირვა დაახლოებით 200 ადამიანის წინაშე აღავლინა. როგორც წესი ამ რიტუალს ბაზილიკაში 10 000-მდე მორწმუნე ესწრებოდა ხოლმე.

ეს უკვე მეორე აღდგომაა, რომელსაც კათოლიკური სამყარო კორონავირუსის პანდემიის პირობებში და შესაბამისი რეგულაციებით აღნიშნავს. იტალიაში კოვიდ-19-ით ინფიცირებისა და გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო დროს გაზრდილია.

84 წლის პაპმა ზეთი აკურთხა, კარდინალებმა, ეპისკოპოსებმა და 75-მდე მღვდელმა კი ფიცი განაახლეს. პაპმა მოუწოდა სასულიერო პირებს, რომ იესოს მსგავსი თავმდაბლობით იმოქმედონ და შეახსენა მათ, რომ ქრისტე ცოდვილებსა და საზოგადოებისგან გარიყულ მოქალაქეებზე ზრუნავდა.

პაპმა ხუთშაბათის ცერემონიების მეორე ნაწილის ჩატარება ერთ-ერთ კარდინალს დაავალა. ხუთშაბათის ტრადიციული ფეხის ბანის რიტუალი კი უკვე მეორე წელია პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შესაბამისად, ამოღებულია დღის წესრიგიდან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG