ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორლანდოში ჰომოსექსუალთა ღამის კლუბში ტერორისტული თავდასხმა მოხდა


განახლებული ინფორმაცია: ფლორიდის ქალაქ ორლანდოში, სულ ცოტა, 50 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა ჰომოსექსუალთა ღამის კლუბზე მიტანილი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. პოლიციის ინფორმაციით, ღამის კლუბ "პულსში" შაშხანითა და პისტოლეტით შეიარაღებული მამაკაცი დღეს გამთენიისას შეიჭრა. ის მოგვიანებით, პოლიციასთან სროლის შედეგად იქნა მოკლული.

სამართალდამცავები ინციდენტს ტერორიზმის მუხლით იძიებენ.

ეჭვმიტანილი 29 წლის ომარ მატინი იყო. ის ნიუ-იორკში დაიბადა. მისი მშობლები ამერიკაში ლტოლვილის სტატუსით ავღანეთიდან არიან ჩამოსულები.

ორლანდოს პოლიციის უფროსის ინფორმაციით, თავდამსხმელმა ცეცხლი ჯერ კლუბის დაცვას გაუხსნა, ხოლო შემდეგ შიგნით შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

XS
SM
MD
LG