ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთში ე.წ. ვაქცინის პასპორტებისადმი წინააღმდეგობა იზრდება


70-ზე მეტმა ბრიტანელმა კანონმდებელმა მიანიშნა, რომ ეწინააღმდეგება ე.წ. ვაქცინის პასპორტის შემოღებას. ამ ღონისძიებას მთავრობა განიხილავს, რათა დაეხმაროს ეკონომიკის გახსნას იმ დროს, როდესაც კოვიდ-19-ის გამო შეზღუდვების მოხსნას იწყებს.

მთავრობა განიხილავს იდეას, რომ ხალხმრავალ ადგილებში შესვლისას, როგორიცაა პაბები და სპორტული ღონისძიებები, ადამიანებს კოვიდ-19 ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა მოსთხოვონ. პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკვე თქვა, რომ საერთაშორისო მგზავრობისთვის, სავარაუდოდ სერტიფიკატების ქონა იქნება საჭირო.

შაბათს, გაზეთმა “დეილი ტელეგრაფმა” გამოაქვეყნა, რომ შესაძლოა კოვიდ პასპორტების გამოცდა რამდენიმე კვირაში დაიწყოს. შემდეგი ორი თვის განმავლობაში, საპილოტე პროგრამა დიდ სპორტულ ღონისძიებებს და მუსიკალური ჯილდოების გადაცემის ცერემონიას მოიცავს, რათა მისი გამოყენება შეფასდეს.

პარასკევს ჯონსონმა თქვა, რომ იმუნიტეტის ფაქტორების კომბინაციამ - თუ ადამიანებს უკვე ჰქონდათ დაავადება, ვაქცინაცია ან “კოვიდ-19”-ზე ტესტი, შესაძლოა ბიზნესებს მეტი გაბედულება მისცეს. “ასე რომ ვფიქრობ, ეს სამი რამ ერთად ჩვენთვის სასარგებლო იქნება იმ დროს, როდესაც წინ მივდივართ,” თქვა ჯონსონმა.

მაგრამ, მისივე კონსერვატიული პარტიიდან, ისევე როგორც ოპოზიციური კანონმდებლების და უფლებადამცველი ჯგუფების მხრიდან, ვაქცინის სერტიფიკატების პერსპექტივის თობაზე შეშფოთება თანდათან იზრდება.

მთელი პოლიტიკური სპექტრის 70-ზე მეტმა კანონმდებელმა ხელი მოაწერა წერილს, რომელშიც ნათქვამია: “ვეწინააღმდეგებით კოვიდ სტატუსის სერტიფიცირების დამყოფ და დისკრიმინაციულ გამოყენებას, რომელიც ადამიანებს საჯარო მომსახურებაზე, ბიზნესებზე ან სამუშაო ადილებზე წვდომას შეუზღუდავს.”

მთავრობის მიერ დაგეგმილი, პანდემიიდან გამოსვლის გზამკვლევის თანახმად, ამ თვის ბოლოს, პაბებს უფლება მიეცემა სტუმრებს გარეთ მოემსახურონ. მაისის შუა რიცხვებში შეზღუდვები კიდევ შემცირდება და ივნისის ბოლოსთვის ყველა შეზღუდვა მოიხსნება.

გასულ თვეში ჯონსონმა მიანიშნა, რომ შესაძლოა ზოგიერთმა პაბმა კლიენტებს ვაქცინის სერტიფიკატის წარმოდგენა მოსთხოვოს. იმავდროულად, კულტურის მინისტრმა ოლივერ დოუდენმა თქვა, რომ ასეთი სერტიფიკატები თეატრებში მეტი ადამიანის დაშვებას დაეხმარებოდა.

ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ჯონსონმა მინისტრ მაიკლ გოვს სერტიფიკატების შესაძლო როლის განხილვა დაავალა. მან თქვა, რომ არსებობს ღრმა და რთული ეთიკური საკითხები, რასაც გამოკვლევა სჭირდება. გოვმა ანგარიში ცოტა ხანში უნდა წარმოადგინოს.

ევროპაში აცრების ყველაზე სწრაფი პროგრამის ფარგლებში, 31 მილიონზე მეტმა ბრიტანელმა ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღო.

კოვიდ-პასპორტი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:56 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG