ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის დუმამ "ღია ცის შეთანხმების" დატოვებას მხარი დაუჭირა


რუსეთის სახელმწიფო დუმამ, პარლამენტის ქვედა პალატამ, ხმა მისცა ქვეყნის მიერ "ღია ცის შეთანხმების" დატოვებას, რომელიც სადაზვერვო ფრენებს შეეხება და რომელიც გასულ წელს შეერთებულმა შტატებმა დატოვა.

ეს ნაბიჯი დუმამ 19 მაისს გადადგა მას შემდეგ, რაც პარლამენტს პრეზიდენტმა კანონპროექტი წარუდგინა. ახლა კანონპროექტი პარლამენტის ზედა პალატამ უნდა დაამტკიცოს და პრეზიდენტმა მას ხელი უნდა მოაწეროს.

"ღია ცის შეთანხმება" 1992 წელს იქნა ხელმოწერილი და ძალაში 2002 წელს შევიდა. შეთანხმების 34 მონაწილეს უფლება აქვს შეუიარაღებელი სადაზვერვო ფრენები განახორციელონ ერთმანეთის ტერიტორიაზე, სამხედრო პუნქტებზე ინფორმაციის შეგროვების მიზნით. შეთანხმებით ამ დრომდე 1500 ფრენა განხორციელდა.

ოფიციალურად შეთანხმება ვაშინგტონმა 2020 წლის 22 ნოემბერს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს დატოვა იმ მიზეზით, რომ რუსეთი მას განმეორებით არღვევდა. მაშინ შეერთებულმა შტატებმა შეთანხმების დატოვების მიზეზად, რუსეთის მიერ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გასწვრივ სადამკვირვებლო ფრენების არდაშვება დაასახელა.

ამერიკული მედიის ინფორმაცით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ყოყმანობს იმაზე შეუერთდეს თუ არა შეთანხმებას, რადგან ეს მოსკოვისთვის „არასწორ გზავნილი“ იქნება. ამ დრომდე ამ საკითხზე ახალ ადმინისტრაციას გადაწვეტილება არ მიუღია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG