ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"QAnon" თეორია, როგორც ბიზნესი, გადარჩენას ცდილობს


გასული წლიდან მოყოლებული, დასტინ კრიგერს მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა აკრძალვები დაუწესა - დაებლოკა “PayPal”-ის ოთხი ანგარიში, გაუუქმდა “ტვიტერის" ანგარიშები, მისი მონაცემები წაიშალა „Shopfy”-ზე და ახლახან, „Amazon”-მა საკუთარი სივრციდან მოხსნა მისი წიგნი, რომელიც „Qanon“ შეთქმილების თეორიის განვითარებას უწყობდა ხელს.

მაგრამ კრიგერი არ ნებდება. „ჩვენ, ჩვენს წარმომადგენლობას შევინარჩუნებთ ყველგან, სადაც ამის საშუალება იქნება“ - აცხადებს კრიგერი სააგენტო "როიტერთან" საუბრისას. მას კომპანია ვაიომინგის შტატში აქვს დარეგისტრირებული.

კრიგერის შეფასებით, ტექნოლოგიური კომპანიების მიერ მისი ანგარიშების დაბლოკვის გამო მან ორ მილიონამდე დოლარი დაკარგა.

ტექნოლოგიური კომპანიები აცხადენებ, რომ მისი დაბლოკვის გადაწყვეტილება წლების განმავლობაში წარმოებული ექსტრემისტული კამპანიის გამო მიიღეს. თუმცა, კრიგერი ამბობს რომ მის ბიზნესს „ბევრი პატრიოტი უჭერს მხარს.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG