ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანადა-ამერიკის საზღვარი, ერთი წლის შემდეგ, კვლავ ჩაკეტილია


21 მარტს ერთი წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც ამერიკასა და კანადას შორის საზღვარი ჩაიკეტა. საზღვარი კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტეს და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.

კანადა-ამერიკის საზღვარი ყველაზე დიდი დაუცველი სასაზღვრო ტერიტორიაა მსოფლიოში. 8,891 კილომეტრზე გადაჭიმულ ტერიტორიას 117 სასაზღვრო გამშვები პუნქტი აქვს და ახლა ყველა მათგანი დაკეტილია. შედეგად, საზღვრის კვეთის მაჩვენებელი 80%-ით შემცირდა. საზღვარი დაკეტილია ტურისტებისთვის, მომსახურე პერსონალისთვის და "არასაჭირო" მოგზაურობაში წასული მოქალაქეებისთვის.

ათწლეულების განმავლობაში ამ საზღვარს, ძალიან მარტივად კვეთდნენ ორივე ქვეყნის მოქალაქეები დასასველენებლად, საყიდლებისთვის, ან მეგობრების მოსანახულებლად. თუმცა, ეს ყველაფერი გასული წლის მარტში შეწყდა. გამონაკლისი, მხოლოდ, ოჯახის წევრების მონახულება, ან მათი ნახვაა, ვისთანაც საზღვრის გადაკვეთის მსურველებს, დიდხნიანი ურთიერთობა აქვთ.

გამონაკლისი არიან, ასევე ისინი, ვინც გადაუდებელი აუცილებლობისთვის კვეთს საზღვარს, ან სატრანსპორტო გადაზიდვებითაა დაკავებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG