ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფაშინიანი მზად არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს


სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ამობს, რომ მზად არის ქვეყანაში შექმნილი ვითარება განმუხტოს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს. ეს განცხადება ფაშინიანმა ერევანში მხარდამჭერების აქციის ფონზე გააკეთა.

ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ ოპოზიციასთან უნდა მოხდეს კონსესუსის მიღწევა და გარკვეულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა.

სომხეთში პოლიტიკური კრიზისის ერთი კვირა სრულდება, პროცესები ქვეყანაში მას შემდეგ გართულდა, რაც 25 თებერვალს ფაშინიანის გადადგომა სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა მოითხოვა.

სამხედროების განცხადება ერთგვარი პასუხი იყო ნიკოლ ფაშინიანის მიერ გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე.

გენერალ ხაჩატრიანის გათავისუფლებას წინ უძღოდა 23 თებერვალს ფაშინიანის განცხადება, სადაც ის რუსული "ისკანდერების" სარაკეტო სისტემის შესახებ საუბრობდა და ამბობდა, რომ ყარაბაღის ომის პერიოდში სამხედრო დანადგარმა არ იმუშავა. კრიტიკას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ხაჩატრიანი გამოეხმაურა და თქვა, რომ კრიტიკა უსაფუძვლო იყო და ეს ინფორმაცია მანამდეც იყო ცნობილი.

ნიკოლ ფაშინიანმა 25 თებერვალს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნა სამხედრო გადატრიალებად შეაფასა. პარალელურად კი ქვეყანაში მისი მხარდამჭერების საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG