ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომბუდსმენი ამბობს, რომ პარლამენტის წინ დანიშნული დღევანდელი დუმილის აქცია მნიშვნელოვანია


საქართელოს პარლამენტის წინ, მოქალაქეების მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია 6 ივლისს საღამოს 20 საათზე დაიწყო. მონაწილეები გუშინ, თბილისი პრაიდის კონტრაქციას და იქ მომხდარ ძალადობას აპროტესტებენ.

მოქალაქეების მიერ ორგანიზებულ აქციას მხარს უჭერს სახალხო დამცველიც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ აჩვენოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ განსხვავებულის დევნა და ნებისმიერი ნიშნით ძალადობა არ არის მისი დაკვეთა.

"მინდა მეც გავავრცელო ინფორმაცია, რომ დღეს, 20:00 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ მოქალაქეების თვითორგანიზებით ტარდება მდუმარე აქცია, რომლის მიზანიც არის გაპროტესტება და გამიჯვნა გუშინ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან.

ჩემი აზრით, ძალიან მნიშნელოვანი იქნება საქართველოს საზოგადოებამ ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას დაანახოს, რომ ძალადობა ნებისმიერი ნიშნით განსხვავებულის მიმართ არ არის საზოგადოების დაკვეთა!" - წერსნინო ლომჯარია ფეისბუკის პირად გვერდზე.

პარლამენტთან ორგანიზებულ აქციას შეურთდნენ ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები და მედიის წარმომადგენლები.

გუშინდელ მოვლენებზე განცხადება გააკეთა საქართველოს საპატრიარქომაც.

"საქართველოს საპატრიარქო, რა თქმა უნდა, დიდად წუხს, რომ დაშავდნენ ადამიანები, ყველაზე მეტად კი - ჟურნალისტები. ეს ფრიად სამწუხარო ფაქტია. ჩვენ ვლოცულობთ მათთვის და ვიმედოვნებთ, რომ მალე გამოჯანმრთელდებიან. მშვიდობისაკენ მომწოდებელი განცხადებები ჩვენ ადრეც და დღესაც გავავრცელეთ და მიგვაჩნია, რომ ძალადობა მიუღებელია და დასაგმობი, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი; ამიტომაც სათანადო რეაგირება გვექნება ძალადობისკენ წამქეზებელ სასულიერო პირთა მიმართაც, თუკი ასეთები არსებობენ. არ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ რუსთაველზე მყოფთა შორის იყვნენ ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად ავლენდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს" - ნათქვამია ეკლესიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG