ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკის ყურეში ეკოლოგიური კატასტროფა უარესდება


ბრითიშ პეტროლიუმი უკვე რამდენიმე კვირაა უშედეგოდ ცდილობს დაზიანებული ჭაბურღილიდან ნავთობის ჟონვის შეჩერებას.

შეერთებული შტატების გაერთიანებული შტატების უფროსმა ადმირალმა მაიკ მალენმა განაცხადა, რომ ნავთობ- მომპოვებელი კომპანიები უკეთესად შეძლებენ გაუმკლავდნენ მექსიკის ყურეში არსებულ მდგომარეობას, ვიდრე ამას შეერთებული შტატების სამხედრო ძალები მოახერხებენ.

მალენმა აღნიშნა, რომ სამხედრო ძალებს უბრალოდ არ გააჩნია საჭირო აღჭურვილობა და მოწყობილობა ოკეანის ფსკერზე სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად. მისი თქმით, ყველაზე ეფექტურად მექსიკის ყურეში ნავთობის ჩადინების პრობლემის დაძლევას ნავთობმომპოვებელი კომპანიები შეძლებენ.

XS
SM
MD
LG