ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი მთავრობა დიდ კითხვებს აჩენს


"ამერიკის ხმის" ჟურნალისტები ბოლო რამდენიმე თვეა დიდი ქალაქებისგან მოშორებულ, პატარა ქალაქებსა და სოფლებში ჩადიან და ადგილობრივებს არჩევნების შემდეგმაც ცხოვრებაზე, ცვლილებებზე და მოლოდინებზე ესაუბრებიან. ამ სტატიაში ვისკონსინში მცხოვრებ ყოფილ ფერმერზე გიამბობთ.

სოფლის შარაგზაზე, ზამთრის მზის ქვეშ გამოფენილ სასოფლო-სამეურნეო და სარწყავ მანქანებს შორის ჩვენ მივაგენით კაცს, რომელიც საკუთარ ავტოფარეხში მუშაობდა.

„წვრილმანი ხელობით ვკავდები“ - განაცხადა 57 წლის ადამიანმა - „ ეს მეხმარება ტვინის გავარჯიშებაში და ხელის გამრჯეობაში“ - როგორც ის ამბობს,გაფუჭებული ტექნიკიდან ამოღებული მუშა ნაწილების გაყიდვით ცოტაოდენ ფულსაც შოულობს, თუმცა ეს არ არის ბევრი.

სულ რაღაც ორი წლის წინ ის მერძევე ფერმერი იყო და 24 მეწველი ძროხა ჰყავდა.მაგრამ სხვა მცირე ფერმერების მსგავსად, დიდი ფერმებს კონკურენცია ვერ გაუწია.

ის ასევე ამბობს, რომ ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის პროგრამა „ობამაქეარმა“ მისთვის და ბევრი მისნაირებისთვის ვითარება მხოლოდ გააუარესა. ისინი იძულებულები იყვნენ გადაეხადათ არასაჭირო პროდუქტებისთვის და მომსახურეობებისთვის.

მისი თქმით, ათწლეულების განმავლობაში პოლიტიკოსები აჯერებენ მოქალაქეებს, რომ მსგავსი პროგრამები ამერიკელების ცხოვრებას გააუმჯობესებს. ამ ყველაფერზე ბრაზმორეულად საუბრობს,მათ მსგავსად, ვინც წარსულში ობამას მხარდაჭერის მიუხედავად ბოლო არჩევნებში ხმა დონალდ ტრამპს მისცა. ყვება რომ ტრემპოლოს მცხოვრებლები უკვე აღარ ენდობიან ადგილობრივ პოლიტიკოსებს.

„მთელი ფული დიდ ქალაქებში მიდის.... ქალაქ გარეთ და სასოფლო-სამეურნეო არეებში მაცხოვრებლებს ეს მიდგომა მობეზრდათ.

მისთვის ტრამპის მხარდაჭერა უმეტესწილად „ობამაქეარის“ წინააღმდეგ ხმის მიცემას ნიშნავდა“

ჰგონია რომ ამ არჩევანმა „მისთვის ამან სასურველი შედეგი გამოიღო“

ორი წლის წინ, სტაფილოკოკური ინფექციის გამწვავების გამო, ფეხზე გადაუდებელი სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდადა ამის შემდეგ იძულებული გახდა მუშაობისთვის თავი დაენებებინა. ახლა მისი მთავარი შემოსავალი სახელმწიფო დახმარებაა.

„მე ოპერაციამდე ორი კვირით ადრე ავიღე ობამაქეარი“ - განაცხადა მან

ყოფილი ფერმერი ვისკონსინის შტატში იმ 200,000 ადამიანს შორისაა, ვისაც ადრედაზღვევა არ ჰქონდა, ახლა კი სახელმწიფოსგან დამატებით მომსახურებებსაც იღებს.

იხსენებს, რომ მის ნაცნობებში დაზღვევის შეძენის შემდეგ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა არავის ჰქონია, ჯანდაცვის პაკეტში კი ფულს მაინც იხდიდნენ.

ამბობს, რომ დაზღვევის შეძენა მისი არჩევანი უნდა ყოფილიყო და არა მთავრობის ბრძანება.

ოდნავ კოჭლობს და დარწმუნებულია, რომ უთვალთვალებდნენ, რის გამოც საკუთარ სახელს არ გვიმხელს. გვირჩევს არ დავუჯეროთ მათ, ვინც ამბობს, რომ ტრამპს ხმა სხვა მიზეზით მისცა და არა „ობამაექარის“ გაუქმების გამო.

„მარცვალს ფასი არა აქვს, არც ღორის ხორცს არა აქვს ფასი“ -ამბობს და გვიხსნის, რომროდესაც საჭმლის ფასი ეცემა მისი რეგიონი ზარალდება„და მათ სურთ რომ დაზღვევაც ჩვენ ვიკითხოთ?“ გაკვირვებული სვამს კითხვას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG