ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მათ წარსულის ნოსტალგია ალაპარაკებთ


სამშაბათის წყნარ დღეს, რესტორან „ბუნდოქს ლაქერ რუმ“-ში, პენსიაზე გასული ფერმერი ტრუმან ტონერი და მისი მეუღლე ჯენისი ლანჩს შეექცევიან.

"ჩვენი ფერმერული საქმიანობა წარმატებული იყო., როგორც სხვების უმეტესობა, ჩვენც აქ, ტრემპლოუში შევხვდით, სადაც სასოფლო-სამეურნეო მიწა მდინარე მისისიპის მიუყვება." ისინი ასევე ამბობენ, რომ მათთვის ცხოვრება კომფორტულია, მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ისინი საერთო სიტუაციის გაუარესების მოწმენი გახდნენ.

ამ ყველაფერში ტრუმან ტონერი ნაწილობრივ მთავრობასაც ადანაშაულებს. "წინა ადმინისტრაცია - ამბობს ის - საკმაოდ კონცენტრირებული იყო სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებზე, რომელიც იცავდა ღარიბებს კრახისაგან და ეს იმ დროს როდესაც მდიდრები უფრო მდიდრდებოდნენ, ღარიბები უფრო ღარიბდებოდნენ."

„სოფლის მეურნეობა შეიძლება დავიწყებასაც კი მიეცეს“ - აცხადებს 83 წლის პენსიონერი.

"მთავრობა დიდ ინვესტიციაბს ანხორციელებს სოფლის მეურნეობაში, მაგრამ სუბსიდირების უმეტესობა დიდ ფერმებზე მოდის და მილიონობით დოლარი, რომელიც ბოლო ათწლეულობის განმავლობაში მოედინებოდა ტრემპლოუს ოლქში, შენელდა. რა თქმა უნდა, 1980 წლიდან საშუალო შემოსავალი ტრემპლოუში აჩვენებს ზრდას, მაგრამ არა სტაბილურს

ალბათ, არც თუ ისე სახარბიელო სიტუაციის ჯიბრზე, „ბუნდოქს“-ი არის ადგილი, სადაც ადგილობრივებისთვის ყოველთვის სასიამოვნო სიტუაციაა.

რესტორნის მეპატრონე მერი ჰაუსერი ამბობს, რომ ეს თავშეყრის ადგილია ახლომდებარე მოსახლეობისთვის.

ეს არის ადგილი, სადაც ამომრჩეველი, რომლებმაც ეს-ესაა მიიღეს მონაწილეობა მოსამართლის არჩევაში, შეუძლიათ შემოვიდნენ და შეხვდნენ მეგობრებს. 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს კი შეუძლიათ ისარგებლონ სახელმწიფო პროგრამით, რომელიც მათ $3.75 დოლარად სთავაზობს ლანჩს. აქ ასევე არის საქველმოქმედო ლატარია, სადაც თამაშდება ქალისა და მამაკაცის იარაღი: ვარდისფერი 38 მილიმეტრიანი "სმით ენდ ვესონი" და 9 მილიმეტრიანი შავი "რუჯერი".

შარშანდელი საარჩევნო კამპანიის დროს, დემოკრატი კანდიდატები ითხოვდნენ, რომ „ავაშენოთ ხიდები და არა კედლები“ და აკეთებდნენ აქცენტებს გზაზე, რომელიც ყველასთვის ღია იქნებოდა - ამბობს ტონერი „ამან ჩვენ ძალიან შეგვაშინა.“

მანამ, ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი დაიწყებს თავისი დანაპირების შესრულებას საიმიგრაციო კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით, ბევრმა უსაბუთო ადამიანმა შეავსო ის ადგილები, რომლებიც ახალგაზრდების მიგრაციით გათავისუფლდა.

„თუ ჩვენ მათ ყველას უკან გავაგზავნით, ძალიან ბევრი ბიზნესი ვერ გაგრძელებს საქმიანობას“ - განაცხადა ტონერმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG