გაეროს მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობამ უკვე 7 მილიარდ ადამიანს მიაღწია. გაეროს მოხსენების ერთერთი ავტორის რიჩარდ კოლოჯის თქმით, აფრიკის და აზიის ბევრ ღარიბ ქვეყანაში, შობადობის მაჩვენებელმა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს გადაუსწრო. აზია 4,2 მილიარდიანი მოსახლეობით მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონად რჩება. რაც შეეხება აფრიკას, მისი მოსახლეობა მომავალი საუკუნის დასაწყისში გასამმაგდება და 3,6 მილიარდს მიაღწევს. ევროპის ბევრ ქვეყანაში და იაპონიაში კი შობადობის მაჩვენებელი მკვეთრად დაცემულია.
პოპულარული
1