ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადამიანის უფლებათა ცენტრი: დეესკალაციის ზონაში შეტაკებები მხოლოდ 10 საათით შეჩერდა


ბრიტანეთში მდებარე არასამთავრობო დამკვირვებელი ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სირიის ქალაქ ჰომსის ნაწილში მხოლოდ 10 საათს მოქმედებდა.

დროებითი ზავისა და დეესკალაციის ლოკალური ზონის შექმნის შესახებ გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყებოდა. თუმცა ორგანიზაცია ამბობს, რომ მისი ამოქმედებიდან დაახლოებით 10 საათში სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულებს შორის ცეცხლი გაიხსნა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებითვე, ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული სროლა ისმოდა ქალაქ ჰომსის ჩრდილოეთით მდებარე გარეუბნებსა და პატარა ქალაქებში. თუმცა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG