ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენერალ ალენს ბრალეულობა არ დაუმტკიცდა


პეტრეუსის საქმეში ალენის სახელის გამოჩენის შემდეგ, პენტაგონმა გენერლის საქმის გამოძიების ბრძანება გასცა

პენტაგონის გამოძიებამ დაადგინა, რომ ავღანეთში შეერთებული შტატების გენერალ ჯონ ალენს დევიდ პეტრეუსის სექსუალურ სკანდალთან არაფერი აკავშირებს.

ალენის სახელი გამოძიებაში მას მერე ამოტივტივდა, რაც გაირკვა, რომ გენერალს ჯილ კელისთან რომანტიული მიწერ-მოწერა ჰქონდა. კელი კი ერთერთია იმ ორ ქალს შორის, რომლებიც პეტრეუსის სექსუალურ სკანდალში ფიგურირებენ. ამ სკანდალის გამო ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს უფროსი დევიდ პეტრეუსი თანამდებობიდან გადადგა.

საქმეში გენერალ ალენის სახელის გამოჩენის შემდეგ, პენტაგონმა ბრძანება გასცა ალენის საქმე ცალკე გამოძიებულიყო. 2011 წელს პრეზიდენტმა ობამამ ევროპაში ნატოს ძალების ხელმძღვანელად გენერალი ალენის კანდიდატურა დაასახელა. თუმცა სენატმა კანდიდატურის დამტკიცება გამოძიების დასრულებამდე შეაჩერა. გენერალი ჯონ ალენი პრეზიდენტ ობამას მხარდაჭერით დღემდე სარგებლობს.
XS
SM
MD
LG