ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შუალუდური არჩევნები აშშ-ი


პრეზიდნეტი ობამა თეთრ სახლში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც სხვადასხვა შტატში, საკუთარი პარტიის წევრებთან ერთად შუალუდური არჩევნების წინ, ამომრჩეველთან შეხვედრებს აწარმოებდა.

ნევადაში და მანამდე მისურიში საკუთარ გამოსვლებში პრეზიდენტმა ყურადღება ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და უმუშევრობასთან გამკლავების გზებზე გააკეთა. მან რამდენჯერმე გაიმეორა რომ რეცესია და ფინანსური კრიზისი მაშინ დაიწყო, როდესაც თეთრ სახლში რესპუბლიკელი მოღვაწეობდა.

სწორედ ნევადაში ბარაკ ობამამ აშკარად მოუწოდა ამომრჩეველს კონგრესის მოახლოვებულ არჩევნებში ხმა დემოკრატების კანდიდატ რობინ კარნაანს მისცენ.

ბატონი ობამა რესპუბლიკელებს ახასიათებს როგორც პარტიას, რომელმაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე დემოკრატებთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

შუალუდური არჩევნები აშშ-ი
შუალუდური არჩევნები აშშ-ი

“ისინი განაგრძობენ ყველაფერზე უარის თქმას, ფიქრობენ რომ ასე უფრო მეტი ამომრჩეველი ეყოლებათ და ნოემბერში გაიმარჯვებენ. მაგრამ ამ გზით წინ ვერ წავალთ, პირიქით, ჩვენ კი წინ წასვლა გვჭირდება.”

ერთ-ერთ ინტერვიუში წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა ლიდერმა ჯონ ბოენერმა კონგრესში ფინანსური სისტემის რეფორმის კანონპროექტზე, რომელიც სავარაუდოდ მალე დამტკიცდება კომენტარი გააკეთა.

“ეს ჭიანჭველის ბირთვული იარაღით მკვლელობას გავს.”

მისურიში, პრეზიდნეტმა ბოენერის სწორედ ეს რემარკა მოიყვანა მაგალითად, როგორც რესპუბლიკელების უინიციატივობა საქვეყნო პრობლემებზე ერთხმად მუშაობის შესახებ.

“გასაგებია, ის ამბობს, რომ ეს ყველაფერი არ გვჭირდება და ბირთვული იარაღის გამოყენებას გავს. ყველაზე რთულ კრიზისს, რომელიც დიდი დეპრესიის მიზეზი გახდა ის ჭიანჭველას უწოდებს. ფილმის გაკეთებაა საჭირო, სადაც ჭიანჭველა ეკონომიკას ჭამს.”

ბოლო დროს რესპუბლიელების მიერ გაკეთებულმა არაერთმა რემარკამ პრეზიდენტ ობამას პასუხის გაცემის საშულება და ამით კონგრესის ნოემბრის შუალედურ არჩევნებში საკუთარი თავის რეკლამირების საშუალება მისცა.

ბარაკ ობამამ, სენატის უმრავლესობის ლიდერის კანდიდატ რეიდზე, რომელიც ნევადას შტატში რესპუბლიკელების კანდიადტის წინააღმდეგ იბრძვის , განაცხადა, რომ მან, როგორც ყოფილმა მოკრივემ იცის თუ როგრო უდნა გაიტანოს საკუთარი აზრი.

ჯერ უცნობია, გაუმჯობესდება თუ არა ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე ბარაკ ობამას რეიტინგი, რომელიც ახლა საკმაოდ დაბალია.

ჟურნალ ეკონიმისტის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ამერიკელების 52 პროცენტი ობამას პოლიტიკის უკმაყოფილოა. სკეპტიციზმის მთავრი მოტივი კრიზისის გახანგრძლივებაა.

თეთრ სახლში არსებობს მღელვარება დამოუკიდებელი ამომრჩევლების შესახებაც, ორგანიზაცია გელოპის მერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დამოუკიდებლების მხოლოდ 38 პროცენტი იწონებს მის პოლიტიკას, თუმცა მის პარტიის წევრების განწყობა არ შეცვლილა და კვლავ 81 პროცენტს შეადგენს.

XS
SM
MD
LG