ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შორეული კომპრომისი


ობამა ახალ მიდგომას აყალიბებს და პირადად ხვდება რესპუბლიკელ სენატორებს

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გასულ კვირას კონგრესში უპრეცედენტოდ დიდი დრო გაატარა, იმ იმედით, რომ ბიუჯეტის, ემიგრაციის, იარაღის ტარების კონტროლისა და სხვა სახელმწფოებრივ საკითხებზე კომპრომისს მიაღწევდა. პრეზიდენტმა რესპუბლიკელები გასულ კვირასვე არაერთხელ დაპატიჟა ვახშამზე.

იმიტომ, რომ პრეზიდენტი და კონგრესი თებერვლის ბოლოს ავტომატური სეკვესტრის თავიდან აცილების მიზნით, შესაბამის კანონმდებლობაზე ვერ შეთანხმდნენ, თეთრ სახლში ტურები გაუქმებუძლია, ასევე შეჩერებულია საქმიანობა მთავრობის ბევრ სხვა სფეროში.

ობამა ახალ მიდგომას აყალიბებს და პირადად ხვდება რესპუბლიკელ სენატორებს. პრეზიდენტი თავაზიან მოკითხვას არ იშურებს და საპასუხოდ, რესპუბლიკელების მოწონებასაც იღებს.

„გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, ვაშინტონში ხშირად გაიგონებდით პრეზიდენტის „ხიბლის ახალ იერიშზე“. მე ახლა მაინტერესებს მართლაც შევძელებთ თუ არა ჩვენი საკუთარი პოლიტიკური ნონსენსის დაძლევას.“

ამ წუთებამდე, რესპუბლიკელების რეაქცია, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ჯონ ბეინერის ჩათვლით, ფრთხილი და ოპტიმისტურია.

„მინდა გამიგოთ, პრეზიდენტი წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს შეხვდა. ჩვენ მართლაც გულწრფელად ვისაუბრეთ. მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენს კომპრომის უფრო დიდი დრო დასჭირდება ვიდრე ვახშამი ან სატელეფონო ზარები.“

ყოფილი საკანონმდებლო მრჩეველი სტივ ბელი, რომელიც ამჟამად ვაშინგტონის ორპარტიული პოლიტიკის საბჭოში მოღვაწეობს, ვარაუდობს, რომ პრეზიდენტის ტაქტიკის ცვლილება პოზიტიური ნაბიჯია.
მისი განცხადებით, ამ დრომდე, რესპუბლიკელებთან იდოლოგიური დაპირისპირების, და მათი გამოწვევის მცდელობა ეფექტურად ვერ მუშაობდა, პირიქით მოწინააღმდეგეთა ბანაკში გაღიზიანებას იწვევდა.
ბოლო პერიოდში, დაეცა ბარაკ ობამას საზოგადოებრივი რეიტინგი და ბელი დარწმუნებულია, რომ მას ახლა კარგად ესმის კონგრესთან მუშაობის მნიშვნელობა.

ბელი ამბობს, რომ რეიტინგის შემცირების პირობებში, პრეზიდენტმა სწორად გათვალა ტაქტიკური სვლა და მას შესაძლოა მართლაც ჰქონდეს გარკვეული წარმატება.

ბატონმა ობამამ უკვე თქვა, რომ თავისი შემრიგებლური ნაბიჯებით სურს რესპუბლიკელ კანონმდებლებს დაეხმაროს საკუთარი პარტიიდან ზეწოლა დაძლიონ პრეზიდენტთან კომპრომისის თავიდან აცილების მიზნით.
ობამა ამბობს, რომ მას მართლაც სურს რესპუბლიკელ კანონმდებლებს თავისი მოქმედებით დაეხმაროს, რათა მათთვის ძალიან რთულია შიდა პარტიული დაპირისპირების და ზეწოლის გადალახვა.

მაშინ, როცა ვაშინგტონში ბევრი პესიმისტურად უყურებს კომპრომისსს, სტივ ბელი იმედოვნებს, რომ დემოკრატიული უმრავლესობით დაკომპლექტებული სენატი შეძლებს რამდენიმე საკვანძო საკითხში შეთანხმების მიღწევას, რაც თავის მხრივ რესპუბლიკელებით შევსებულ წარმომადგენელთა პალატას ანალოგიური მოქმედებისკენ უბიძგებს.
აღნიშნული სცენარის შემთხვევაში, თეთრი სახლის კარი კვლავ გაიღება.
XS
SM
MD
LG