ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა ემუქრება ეროვნულ უსაფრთხოებას?


ეროვნულ საფრთხეებში ტერორისტული თავდასხმები, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ამბიციები და ირანი იგულისხმება

შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენელები აცხადებენ, რომ სამთავრობო შეკვეცები ამერიკის უნარს მსოფლიოში მოსალოდნელი საფრთხის აღმოჩენასთან დაკავშირებით შეასუსტებს. ამ საფრთხეებში ტერორისტული თავდასხმები, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ამბიციები და ირანი იგულისხმება.

სამშაბათს ეს განცხადება სენატის სადაზვერვო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ჯეიმს კლეპერმა გააკეთა. მისი აზრით, ბიუჯეტის სეკვესტრი ამერიკის სადაზვერვო სამსახურს შეასუსტებს, რისი საშუალებითაც ვაშინგტონი ქვეყნის შიგნიდან და გარეთ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ინფორმაციას იღებდა.

კლეპერმა მოუწოდა კონგრესს სადაზვერვო სამსახურებში ხარჯების შეკვეცა მინიმუმამდე დაიყვანოს, რაც ეროვნულ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აღარ დააყენებს.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG