ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრობლემები ობამას ჯანდაცვის რეფორმაში


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს თეთრი სახლიდან საგანგებო განცხადებას გააკეთებს

ობამას ადმინისტრაცია აღიარებს, რომ ჯანდაცვის ახალი სადაზღვევო პროგრამის ვებგვერდს სერიოზული ტექნიკური პრობლემები აქვს და სისტემის სრულყოფისთვის მათ გარე ექსპერტები მოჰყავთ. ამასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს თეთრი სახლიდან საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

„ობამაქეარად“ წოდებული 2010 წლის ჯანდაცვის ახალი რეფორმისთვის ვებგვერდი მნიშვნელოვან ელემენტად მიიჩნევა. მისი საშუალებით ათეულ მილიონობით დაუზღვეველი ამერიკელის დიდი ნაწილი უნდა დარეგისტრირებულიყო და ჯანმრთელობის დაზღვევა მიეღო. 1 ოქტომბერს გახსნილი ვებგვერდი მომხმარებელთა დიდ რაოდენობას ვერ აუდის და პროგრამაში ნავიგაცია რთულდება. პრეზიდენტ ობამას თქმით, მსგავსი ხარვეზები ყოვლად „დაუშვებელია“.
XS
SM
MD
LG