ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბიო-სამედიცინო კვლევების მომავალი


ეროვნული ჯანდაცვის და დაავადებათა კონტროლის და დაცვის ცენტრები ბიუჯეტის შეკვეცის გამო მომავალში ვერ დაფინანსდებიან

ბმული

ამერიკის მთავრობის დროებით დახურვიდან ერთი კვირის თავზე, ბოლოდროინდელი საბიუჯეტო შეკვეცების გამო შეშფოთება გრძელდება. სეკვესტრის სახელით ცნობილმა საბიუჯეტო შემცირებამ, რომელიც სექტემბერში ამოქმედდა, სამეცნიერო კვლევებზე უარყოფითი ზეგავლენა უკვე მოახდინა.

ალან ლეშერი მეცნიერული ორგანიზაციის ხელმძღვანელია:

მთვარობის დახურვამ ამერიკის სამეცნიერო სფეროს უდიდესი დარტყმა მიაყენა.“

შეერთებული შტატების მთავრობის დროებითი დახურვა ამერიკაში ავტომატური საბიუჯეტო შეკვეცების და ბიუჯეტის შემცირების პროცესებს დაემთხვა. ეს კი სამეცნიერო კვლევითი გრანტების შემცირებას ნიშნავს, რაც კვლევით პროცესებს ავტომატურად შეაფერხებს.

ენტონი ფაუჩი ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტის წარმომადგენელია. მისი თქმით, საბიუჯეტო შეკვეცები ამერიკის სამეცნიერო რეპუტაციაზე უარყოფითად აისახება:

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მსოფლიოში ბიო-სამედიცინო კვლევებში ლიდერები ვართ. როცა ისედაც შეკვეცილი ბიუჯეტი მცირდება, შედეგები მომდევნო წლებზე აისახება.“

ფაუჩის თქმით, შექმნილი მდგომარეობა ვაქცინების გამოცდას და ახალი წამლების ტესტირებებს დააზარალებს. დაფინანსების პრობლემები კი გამოიწვევს იმას, რომ მეცნიერები სამედიცინო კვლევით სფეროში კარიერას აღარ გააგრძელებენ.

„შესაძლებელია ჩვენ მკვლევარების მთელი თაობა დავკარგოთ, რომლებიც მომავალში შემოქმედებითი და წარმატებული მეცნიერები იქნებოდნენ.“

ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტი აქტიურ მონაწილეობას იღებს შიდსის, ტუბერკულოზის და სხვა დაავადებათა საერთაშორისო კვლევებში. დაავადებათა კონტროლის და დაცვის ცენტრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს გრიპის ვირუსის მიმართულებით უწევს დახმარებას. ექიმი ტომას ფრიდენი ერთიერთ ასეთ სააგენტოს ხელმძღვანელობს. მან იუთუბის სოციალურ ქსელზე სპეციალური მიმართვა გაავრცელა:

„დაავადების გავრცელება გვახსენებს, რომ ჩვენ ერთმანეთთან ის ჰაერი გვაკავშირებს, რასაც ვსუნთქავთ. ამიტომ ეპიდემიის რისკი ყველა ქვეყანაში არსებობს.“

ამერიკის მთავრობის დახურვის დროს დაავადებათა კონტროლის და დაცვის ცენტრმა გრიპის ეპიდემიის მონიტორინგი შეწყვიტა. შეგახსენებთ, რომ დედამიწაზე გრიპის ვირუსი სიკვდილიანობის მიხედვით ერთერთი პირველია.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მთავრობის გახსნის შემდეგ, მედიცინის მუშაკები სამუშაო ადგილებზე დაბრუნდნენ, ეროვნული ჯანდაცვის და დაავადებათა კონტროლის და დაცვის ცენტრები ბიუჯეტის შეკვეცის გამო მომავალში ვერ დაფინანსდებიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბევრი სიცოცხლე ვერ გადარჩება, ავადმყოფ ადამიანებს მდგომარეობა არ შეუმსუბუქდებათ და ამერიკა სამედიცინო სფეროში ლიდერის სტატუსს დაკარგავს.
XS
SM
MD
LG