ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ექიმების ახალი კვლევა


მკვლევარების ქრონიკული დაავადებების სიაში დეპრესია და შფოთვა, ზურგის ტკივილი, დიაბეტი და ფილტვების დაავადებები შედის

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელი მოსახლეობა ზოგადად უფრო ჯანმრთელია, თუმცა ქრონიკული დაავადებები მომრავლდა და ნაადრევი სიკვდილიანობის რაოდენობამაც იმატა.

„ამერიკის ხმის“ კორესპონდენტმა ქაროლ ფირსონმა ახლოს შეისწავლა ქრონიკული დაავადებების და ნაადრევი სიკვდილის გამომწვევი რისკ-ფაქტორები შეისწავლა.

ამერიკელები ზოგადად ინფორმირებულები არიან საკუთარ ქვეყანაში არსებული ჯანმრთელობის ხარისხის შესახებ.

„ჩემი აზრით, ამერიკელების სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზრდილია, თუმცა არა მგონია რომ უფრო ჯანსაღები გახდნენ წინა წლებთან შედარებით.“

„ზოგადად ამერიკელები არ არიან ძალიან ჯანსაღები.“

ამ ორი ადამიანის შეფასება ზუსტია, - ამბობს ვაშინგტონის უნივერსიტეტის ექიმი ქრისთოფერ მურეი.

„აღმოჩნდა, რომ ჩვენ უფრო ხანგრძლივად ვცოცხლობთ, თუმცა ძალიან ბევრს სიცოცხლე ქრონიკულ დაავადებებთან ბრძოლის ხარჯზე გაუხანგრძლივდა.“

ექიმმა მურეიმ გამოკვლევა ჩაატარა, რომლის მეშვეობითაც ძირითადი დაავადებები შეისწავლა, რომლებიც ჯანმრთელობის დონის ვარდნას და ნაადრევ სიკვდილს იწვევს ბოლო 20 წლის განმავლობაში.

მკვლევარების ქრონიკული დაავადებების სიაში დეპრესია და შფოთვა, ზურგის ტკივილი, დიაბეტი და ფილტვების დაავადებები შედის.

ნაადრევი სიკვდილიანობის გამომწვევ სნეულებებში ინფარქტი და კიბოა პირველ ადგილზე.

ამ დაავადებების ძირითადი გამომწვევი ფაქტორები: თამბაქოს მოწევა და არასწორი კვებაა.

„680, 000 სიკვდილის შემთხვევა ცუდი კვებით არის გამოწვეული. ხოლო 400, 000 შემთხვევა წელიწადში თამბაქოს მოწევის შედეგია. შემდეგ სიაში ჭარბწონიანობა და სისხლის მაღალი წნევა დგას.“

ჰაერის დაბინძურებაც საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ამერიკაში დაფუძნებული ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი აცხადებს, რომ დაბინძურებული ჰაერი გულის და ფილტვების დაავადებების გაჩენას უწყობს ხელს და ბავშვების ფილტვების განვითარებაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ასაკით, ჭარბწონიანობით, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული დაავადებებიც საკმაოდ გავრცელდა.

„ისეთი დაავადებები, როგორიცაა ალცჰაიმერის დაავადება, ნარკომანია, თირკმლის ქრონიკული დაავადება და დიაბეტი უფრო და უფრო ფართოდ ვრცელდება.“

მეორეს მხრივ, კვლევა აჩვენებს, რომ ამერიკელი მოსახლეობა ზოგადად უფრო ჯანმრთელი გახდა. ეს ინფარქტის და ზოგი კიბოს სახეობის: მკერდის და სწორი ნაწლავის კიბოს გაუმჯობესებული მკურნალობით არის გამოწვეული.

თუმცაღა, შეერთებული შტატები მაინც საგრძნობლად ჩამოუვარდება სხვა განვითარებულ ქვეყნებს მოსახლეობის ჯანმრთელობის დონის კუთხით.

მკვლევარები ამბობენ, რომ მეტი ჯანმრთელობის საჯარო პროგრამა და სახელმწიფო ჩარევაა საჭირო იმისთვის, რომ ამერიკელები ფიზიკურად უფრო აქტიურები გახდნენ, უკეთესი საკვები მიირთვან, ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარება შეამცირონ და ჰაერის დაბინძურების პრობლემაზეც მეტად იზრუნონ.

ამერიკელი ექიმების კვლევა ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა.
XS
SM
MD
LG