ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ვეტოს უფლებას გამოიყენებს


P { margin-bottom: 0.08in; } დღეს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში დევნილთა შესახებ ახალ კანონპროექტს უყრიან კენჭს. რესპუბლიკელი უმრავლესობის ინიციატივით წამოყენებული კანონპროექტი პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის პროგრამის შეჩერებას ისახავს მიზნად, რომელიც სირიიდან და ერაყიდან დევნილებისთვის თავშესაფარის მიცემას ითვალისწინებს.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ამერიკის პრეზიდენტი ვეტოს დადებით იმუქრება. თეთრი სახლის განცხადებით, რესპუბლიკელთა ინიციატივა სირიელი მიგრანტების შეერთებულ შტატებში შემოყვანის დროს განხორციელებულ კონტროლს “უსარგებლო და არაპრაქტიკულ მოთხოვნებს” ამატებს.

XS
SM
MD
LG