ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ტრამპს სექსისტური რეპლიკებისთვის აკრიტიკებს


დონალდ ტრამპის სკანდალურ ჩანაწერთან დაკავშირებით კომენტარი შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც გააკეთა. ბარაკ ობამა რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატის კომპლექსებზე საუბრობს და ამბობს, რომ ტრამპი თავს სხვა ადამიანების ჩაგვრით იწონებს. პრეზიდენტმა ობამამ კვირას განაცხადა, რომ რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატის ამგვარი სიტყვები იმაზე მიუთითებს, რომ მას „არაფრად მიაჩნია ცივილურობა და პატივისცემა“, რაც სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიისთვის აუცილებლობას წარმოადგენს.

დონალდ ტრამპმა ჩანაწერში ქალების მიმართ გამოთქმული ძალადობრივი და სექსისტური ფრაზების გამო ბოდიში საკუთარ ფეისბუქის გვერდზე მოიხადა: „ვინც მიცნობს, იცის, რომ ეს სიტყვები ჩემს პიროვნებას არ ასახავს. მე ვთქვი ეს. შევცდი და ბოდიშს ვიხდი“. ორი დღის შემდეგ კი ტრამპმა ფეისბუქის გვერდზე პირდაპირი ეთერით ჩანაწერი გააკეთა, რომელშიც ჰილარი კლინტონის მეუღლეს, ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ბილ კლინტონს ბრალი ქალების მიმართ ძალადობაში დასდო. მას თან ახლდა რამდენიმე ქალი, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი ექსპრეზიდენტ კლინტონის ძალადობის მსხვერპლნი არიან.

XS
SM
MD
LG