ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი და კლინტონი ერთმანეთს აფასებენ


ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 6 კვირაა დარჩენილი და კანდიდატები - დემოკრატი ჰილარი კლინტონი და რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი - ორშაბათს გამართულ დებატებზე ერთმანეთის გამოსვლას აფასებენ.

დამოუკიდებელი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ პირველ დებატებში ჰილარი კლინტონმა გაიამრჯვა. ამან შესაძლოა კლინტონის რეიტინგები გააუმჯობესოს.

გუშინ ჩრდილოეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას, კლინტონმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა დებატებზე საკუთარი პოზიციის გასამყარებლად დეტალები არ წარმოადგინა.

ფლორიდაში კი ტრამპი შეხვდა საკუთარ მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ დებატებში თვითონ გაიმარჯვა. თუმცა ასევე დასძინა, რომ ალბათ შესალებელი იყო, რომ დებატებზე უკეთესად გამოსულიყო.

კანდიდატებს შორის 8 ნოემბერს დანიშნულ არჩევნებამდე კიდევ ორი დებატები გაიამრთება. მომდევნო შეხვედრა 9 ოქტომბერს იქნება.

XS
SM
MD
LG