ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტმა ობამამ ასტრონომიის საღამოს უმასპინძლა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა - ბარაკ ობამამ თეთრი სახლის ეზოში შეკრებილ ათობით მოსწავლეს წუხელ უთხრა, რომ ისინი 20 წელიწადში შესაძლოა მარსზე პირველი ექსპედიციის წევრები გახდნენ.

პრეზიდენტმა მოსწავლეებს, მასწავლებლებს, ასტრონავტებს და ინჟინრებს თეთრი სახლის ასტრონომიის ღამეზე უმასპინძლა.

ის სტუმრებს სტემ-ის სახელით ცნობილი პროგრამის განვითარებაზე ესაუბრა, რომლის მიზანიც მოსწავლეებში მეცნიერებების, მათემატიკისა და ტექნოლოგიის სწავლის გაძლიერებაა.

“ამერიკას ყველაფერი შეუძლია, ჩვენ უბრალოდ უნდა წავახალისოთ ახალ თაობაში შესწავლის, შექმნის და ამოჩენის სურვილი,” უთხრა შეკრებილ სტუმრებს პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG