ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე საუბრობს


ბარაკ ობამა, 4 მარტი, 2014
ბარაკ ობამა, 4 მარტი, 2014
ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა უკრაინაში მიმდინარე დაძაბულობასთან დაკავშირებით სამშაბათს სიტყვით გამოვიდა. მან თქვა, რომ „სუვერენული, დამოუკიდებელი ხალხი საკუთარი ცხოვრების წარმართვის შესახებ გადაწყვეტილებებს თავად იღებს.“

ობამამ უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედება გააკრიტიკა და ამასთან, ამერიკის 2015 წლის ბიუჯეტი წარადგინა.

„მტკიცე რწმენა არსებობს იმისა, რომ რუსეთის მოქმედებები საერთაშორისო სამართალს არღვევს. მე ვიცი, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სხვა იურისტები ჰყავს, რომლებიც კანონის ინტერპრეტირებას სხვანაირად ახდენენ, მაგრამ არ მგონია ამით ვინმე ტყუვდებოდეს. ყველა აცნობიერებს იმას, რომ რუსეთი ლეგიტიმურადაა დაინტერესებული იმაში, თუ რა ხდება მეზობელ ქვეყანაში, მაგრამ ეს არ აძლევს მას უფლებას გამოიყენოს ძალა და ამით ქვეყნის შიგნით საკუთარი გავლენა გაავრცელოს,“ განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

იმ საფრთხის ფონზე, როცა რუსეთმა შესაძლოა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია განავრცოს, მოსკოვის წინააღმდეგ შეერთებული შტატები ეკონომიკურ სანქციებს განიხილავს
XS
SM
MD
LG