ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში უძრავი ქონების ბაზარი გაუმჯობესდა


პრეზიდენტის განცხადებით, ვითარების გამოსასწორებლად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკაში უძრავი ქონების ბაზრის მდგომარეობა უმჯობესდება. თუმცა, ბარაკ ობამას თქმით, ვითარების გამოსასწორებლად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. მისი განცხადებით, სახლების გაყიდვებმა მოიმატა, ხოლო გამოსყიდვის უნარის არმქონე მოქალაქეთა რაოდენობა იკლებს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი გეგმის მიხედვით, დაახლოებით ორმა მილიონმა ამერიკელმა შეძლო კრედიტების რეფინანსირება, რამაც თითოეულ ოჯახს წლიურად 3000 დოლარის დაზოგვის საშუალება მისცა.
XS
SM
MD
LG