ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა საემიგრაციო რეფორმის მხარდაჭერას ითხოვს


ბარაკ ობამა, თეთრი სახლი.
ბარაკ ობამა, თეთრი სახლი.
ამერიკელმა ლიდერმა სენატის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტის დამტკიცებისკენ წარმომადგენელთა პალატას მოუწოდა. კანონპროექტი, რომელიც კანონმდებლობად პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ იქცევა, მილიონობით ემიგრანტს დროთა განმავლობაში აშშ მოქალაქეობის მოპოვების საშუალებას მისცემს.

შაბათს, ყოველკვირეულ მიმართვაში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კანონი ამერიკის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. ქვეყნის პირველმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საემიგრაციო რეფორმის შედეგად მაღალკვალიფიცირებულ ემიგრანტებს და აშშ-ში მოსწავლე უცხოელ ახალგაზრდებს აშშ-ში ბიზნესის წარმოებისა და აქვე სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა მიეცემათ.

ბარაკ ობამამ მოუწოდა რიგით ამერიკელებს-მათ ვინც მას ამ რეფორმის მნიშვნელობაში ეთანხმება, რომ არჩეულ ლიდერებთან ამ თემის საჭიროებაზე ისაუბრობრონ, რაც კანონმდებლობის ამოქმედებას შეუწყობს ხელს.

რესპუბლიკელთა საპასუხო გამოსვლაში კონგრესმენმა მაიკ ენზიმ ობამას ჯანდაცივს სექტორის სარეფორმო ინიციატივა გაიხსენა, და თქვა, რომ "ობამაქეარის" წყალობით ადამიანები ჯანდაცვის კორპორატიულ დაზღვევას კარგავენ. ენზიმ დასძინა, რომ დროა ამერიკაში აღიარონ, რომ მთავრობის-მართულ ჯანდაცვის სექტორში "პარტიულმა ექსპერიმენტმა" ვერ გაამართლა
XS
SM
MD
LG