ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა რომის პაპს ხვდება


ვატიკანში ვიზიტამდე პრეზიდენტ ობამას ევროპული ვიზიტის მთავარი თემა უკრაინაში განვითრებული მოვლენები და რუსეთს და უკრაინას შორის კონფლიქტის ესკალაცია იყო

შეერთებული შტატების ლიდერი ვატიკანში პოპ ფრანცისკეს შეხვდა. ეს კათოლიკური ეკლესიის ახალ წინამძღვართან პრეზიდენტ ობამას პირველი შეხვედრაა. თეთრი სახლის განცხადებით, ორივე ლიდერს „მზარდ უთანასწორობასთან“ ბრძოლისადმი ერთგულება აერთიანებს.

ვატიკანში ვიზიტამდე პრეზიდენტ ობამას ევროპული ვიზიტის მთავარი თემა უკრაინაში განვითრებული მოვლენები და რუსეთს და უკრაინას შორის კონფლიქტის ესკალაცია იყო. შეერთებული შტატების ლიდერს ვატიკანში მთავრობის წარმომადგენლობითი დელეგაცია ახლავს თან, რომელშიც სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერიც იმყოფება. პრეზიდენტი ობამა შეხვედრებს იტალიის ლიდერებთანაც მართავს.
XS
SM
MD
LG