ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ლაოსში აზია წყნარი ოკეანის ხელახლა დაბალანსებაზე საუბრობს


პრეზიდენტმა ობამამ აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნები დაარწმუნა, რომ რეგიონში შეერთებული შტატების მიერ პოლიტიკის ხელახალი სტრატეგიული დაბალანსება „დროს გაუძლებს“ რადგან ის „ფუნდამენტურ ეროვნულ ინტერესებს გამოხატავს“.

დღეს, ვიენტიანში სიტყვით გამოსვლისას, ობამამ თქვა, რომ შეერთებულ შტატებში აცნობიერებენ, რომ მომავალ საუკუნეში, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი ამერიკისთვის და მთელი მსოფლიოსთვის კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს.

ობამამ განაცხადა, რომ აზია-წყნარი ოკეანის საქმეებში ჩართულობა ამერიკის წარმატებული და უსაფრთხო მომავლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

XS
SM
MD
LG