პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პარასკევს წლის ბოლო პრეს კონფერენცია გამართა. ამერიკელმა ლიდერმა მისი საპრეზიდენტო ვადის ბოლო, 2016 წლის წინასწარი მიმოხილვა გააკეთა, და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს მისი პროგრამების კონგრესში გატანის მიზნით.
ბარაკ ობამამ, აქვე, მისი ადმინისტრაციის რამდენიმე მონაპოვარზეც ისაუბრა, მათ შორის ირანსა და კუბასთან დიპლომატიური კავშირები, კლიმატისა და აზია-წყნარი ოკეანის სავაჭრო ხელშეკრულებები, უზენაეს სასამართლოში ჰომოსექსუალი წყვილების ქორწინების ლეგალიზაცია და კონგრესის მიერ საგანმანათლებლო კანონის გადაწერა.
მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა რამდენიმე გამოწვევაზეც ისაუბრა, რომელთა შორის მთავარია დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს საფრთხე და "მარტოხელა" თავდამსხმელის მიერ მოწყობილი ტერორისტული აქტების ალბათობა.
ამერიკელმა ლიდერმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ აშშ ფრთხილად უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ადმინისტრაცია საერთაშორისო თანამეგობრობასთან მუშაობს ამ ტერორისტული დაჯგუფების გასანეიტრალებლად.