ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა: ადამიანები რეალურად ნაკლებად სასტიკები არიან ვიდრე ინტერნეტში


ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბარკ ობამა ამბობს, რომ ინტერნეტ სივრცეში ადამიანები სრულიად განსხვავებულ რეალობაში იმყოფებიან. მისი თქმით, ეს ზოგჯერ სახიფათოა, რადგან ეს წრე და ინფორმაცია, რომელსაც ისინი ასეთი გზით იღებენ, ხშირად მათ მიკერძოებულ შეხედულებებს კიდევ უფრო ამყარებს.

ობამა ინტერვიუს ფორმატში ბრიტანეთის პრინც ჰარის, BBC-ს რადიო ეთერში სექტემბერში ესაუბრა, თუმცა ჩანაწერი ეთერში ახლახან გავიდა. ობამა ამბობს, რომ აუცილებელია ონლაინ ჯგუფებმა ურთიერთობა რეალურ სივრცეში გადაიტანონ, შეხვდნენ და გაიცნონ ერთმანეთი. მისივე თქმით, რეალურ ცხოვრებაში ადამიანებს უფრო უჭირთ იყვნენ ისეთი სასტიკები, როგორებიც ისინი ხშირად ონლაინ სამყაროში არიან.

"ინტერნეტში ყველაფერი გაძლიერებულია, თუმცა როდესაც რეალურად ხვდები ადამიანებს, იგებ, რომ ეს ყოველივე უფრო მრავალმხრივია, პოულობ საერთო მოსაზრებებსაც, რადგან გასაგები ხდება, რომ ყველაფერი ისეთი მარტივი არ არის, როგორც ერთ კონკრეტულ ონლაინ სასაუბრო პლატფორმაზე", - ამბობს ობამა.

ამერიკის ყოფილი ლიდერი ასევე ამბობს, რომ ენატრება პრეზიდენტობის დროინდელი პერიოდი, თუმცა დასძენს, რომ ახლა აქვს შესაძლებლობა უფრო მშვიდ ვითარებაში იფიქროს და გრძელვადიან პერიოდში იმუშაოს მნიშვნელოვან პრობლემებზე.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG