ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარი ოფიციალურად დაინიშნა. მისი საცოლე ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლია.

ორშაბათ დილით, ჰარის მამამ, პრინცმა ჩარლზმა, ნიშნობის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ქორწილი 2018 წლის გაზაფხულზე გაიმართება. დანარჩენი დეტალები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

განცხადების თანახმად, წყვილი ლონდონში, ნოემბრის დასაწყისში დაინიშნა. "ჰარიმ ამის შესახებ დედოფალს და ოჯახის სხვა წევრებს აცნობა და ასევე მიიღო ნებართვა საცოლის მშობლებისგანაც."

მარკლი ყველაზე მეტად ცნობილია მისი როლისთვის, რომელიც სატელევიზიო დრამა "Suits"-ში შეასრულა. ის არის საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის "World Vision Canada"-ის ელჩი, რომელიც ბავშვებისთვის უკეთესი განათლების, საკვებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ადვოკატირებას ეწევა. მარკლი ასევე მონაწილეობს გენდერული თანასწორობის კამპანიებში.

პრინცის საცოლე 2011 წელს პროდიუსერ ტრევორ ენგელსონზე იყო დაქორწინებული, თუმცა ორი წლის შემდეგ წყვილი განქორწინდა. მარკლის მამა თეთრკანიანი, დედა კი - შავკანიანია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG