ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა საპრეზიდენტო ვადის პირველ ნახევარს ასრულებს


ობამა საპრეზიდენტო ვადის პირველ ნახევარს ასრულებს
ობამა საპრეზიდენტო ვადის პირველ ნახევარს ასრულებს

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამერიკელები პრეზიდენტ ბარაკ ობამას უფრო დადებითად აფასებენ ვიდრე გასული წლის ბოლოს. პრეზიდენტი კი საპრეზიდენტო ვადის პირველ ნახევარს ხუთშაბათს ასრულებს და სავარაუდოდ მომდევნო ორ წელს 2012 წლის საპრეზიდნტო არჩევნებისთვის მზადებას მოანდომებს.

ძნელია იმის დაჯერება, რომ უკვე ორი წელი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა ქვეყნის ისტორიაში პირველად შავკანიანი პრეზიდენტი აირჩიეს.

„დღეს ჩვენ ერთად ვართ იმის გამო, რომ შიშს იმედი ვარჩიეთ და ერთმანეთთან დაპირისპირების ნაცვლად გავერთიანდით საერთო მიზნის მისაღწევად.

მიუხედავად პრეზიდენტის შემართებისა, პირველი ორი წლის მანძილზე მძაფრი პოლიტიკური დაპირისპირებებიც იყო. ყველაზე ცხარე დებატები განსაკუთრებით პრეზიდენტის ინიციატივის საფუძველზე დამტკიცებულ ჯანდაცვის რეფორმმის გარდაქმინის კანონს მოჰყვა.

ქვინიპიაკის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ ბრაუნი აცხადებს:

„საინტერესოა, რომ ამომრჩეველთა ნაწილი იმას ამბობს, რომ ობამას ყველაზე დიდი მიღწევა ჯანდაცვის სისტემის რეფორმის დაწყებაა. ხოლო ამომრჩეველთა მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ იგივე კანონი ობამას უდიდესი შეცდომაა.“

პრზიდენტმა ობამამ ახლახან არიზონას შტატის ქალაქ ტუსონში სიტყვით გამოსვლისას ამერიკელების გაერთიანება კვლავ სცადა.„მნიშვნელოვანია ერთი წუთით შევჩერდეთ და იმაში დავრწმუნდეთ, რომ ერთმანეთს ჭრილობების მოსაშუშებლად ველაპარაკებით და არა გულის სატკენად.“

პრეზიდენტის ერთიანობის ამ სურვილს წარმომადგენელთა პალატა მალე მორიგ გამოცდაც მოუწყობს, როცა ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გამოწვევის დებატებს დაიწყებს.

პიტერ ბრაუნი ამბობს: „ამომრჩევლების დაახლოებით სამი მეოთხედი ამბობს, რომ მათ ობამა, როგორც ინდივიდუალური პირი მოსწონთ. მის მიერ წარმოებულ პოლიტიკას რაც შეეხება, ის ამომრჩევლის ნახევრის მოწონებასც კი არ იმსახურებს.“

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვება ობამასთვის არც ისე ადვილი იქნება.

ობამას მიმართ ამომრჩევლის დამოკიდებულებაზე, ალბათ, ისიც იქონიებს გავლენას თუ ვინ იქნება მისი მოპაექრე. რესპუბლიკური პარტიიდან 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნბზე კანდიდატურას სავარაუდოდ ალასკას შტატის ყოფილი გუბერნატორი სარა პალინი და წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი წარადგენენ.

XS
SM
MD
LG