ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა სენატის რესპუბლიკელ ლიდერებს ხვდება


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს სენატის რესპუბლიკელ ლიდერებს უმასპინძლებს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატზე ისაუბრებს.

9-წევრიან სასამართლოში ადგილი ენტონინ სკალიას გარდაცვალების შემდეგ გათავისუფლდა. რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ უზენაესი სასამართლოს მუდმივი წევრი ობამამ საპრეზიდენტო ვადის ბოლო წელს არ უნდა დანიშნოს და ეს უფლებამოსილება მომდევნო პრეზიდენტს დაუტოვოს.

სენატის უმრავლესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ჩაკ გრეისლი აცხადებენ, რომ პრეზიდენტთან ამ გზავნილს გაიმეორებენ.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერებთან ერთად შეხვედრას ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სენატის უმცირესობის ლიდერი ჰარი რიდი და სენატორი პატრიკ ლიჰი დაესწრებიან.

XS
SM
MD
LG